13:36 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 13:18:46, 994 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ გრაკალში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების  შემდეგ, დაიწყო მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 

სოფელში, რომელშიც 160 ოჯახამდე ცხოვრობს პირველი გაზქურა უკვე აინთო. მოსახლეობის გამრიცხველიანება ეტაპობრივად, უბნების მიხედვით მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოები მალე სოფელ დოესშიც დაიწყება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დოესის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ოხანაშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  და  გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“  ახორციელებენ. პროცესი  გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით  უზრუნველყოფამდე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics