16:29 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 14:53:18, 1254 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

როგორც შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კოოპერაციული მეურნეობების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, შესაბამისად, იაპონიის მხრიდან ექსპერტული დახმარება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე მხარეებმა რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს უწყების „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციების  შემუშავება მიმდინარეობს, რომლის პრეზენტაციაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 28 თებერვალს გაიმართება.

შეხვედრას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics