17:19 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 14:21:36, 1145 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობა, უწყების მიერ განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ქართულმა მხარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

მხარეები ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics