21:55 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 15:52:08, 1323 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქცია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანას ითხოვს.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ქვეყანაში მთავრობები იცვლება, თუმცა პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ხალხისადმი უცვლელია.

„საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ყველაზე უფრო ეფექტურად ჩავთვალეთ სწორედ რეგლამენტში ცვლილება ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნის მიზნით. მე მგონი, რომ ეს უნდა გახდეს გარკვეული პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი, იმ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ხედავს იმას, რომ ფაქტობრივად იცვლება ხელისუფლებები, იცვლება მთავრობები, მაგრამ უცვლელი რჩება პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ხალხისადმი. ისინი ხალხს უყურებენ, როგორც წინასაარჩევნო რესურსს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics