|
2020-02-19 15:32:29, 1457 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქამდე აღნიშნული გზით სარგებლობა, განსაკუთრებით უამინდობის დროს, შეუძლებელი იყო. „სამუშაოები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეუძლებელი იყო ავტომობილით გავლა, განსაკუთრებით უამინდობის დროს. დღეს გვაქვს მთლიანად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას ახალი გზა, რომლისთვისაც 2 მილიონ 700 ათასი დაიხარჯა. ამ გზით დავითაიას ქუჩა უკავშირდება მერვე ლეგიონის დასახლებას. გზა განათებულია ლედსანათებით, გაკეთდა სანიაღვრეები, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები. ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო პროექტის განსახორციელებლად, გათვალისწინებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები, თვალამრიდები და საყრდენი კედლები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. ახალი გზის პარალელურად, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ და მისი პარკინგისკენ მიმავალი გზა და უჩაკოვის ქუჩის მონაკვეთი. სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ „ბლექ სი ჯგუფი“ აწარმოა. დასრულებულ სამუშაოებს, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა კაბუჩიძე და თბილსის საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)