|
2020-02-19 12:11:25, 922 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება
კომპანია „თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, დედაქალაქის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარის სეზონის დროს. სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე, „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უშუალოდ შეხვდეს სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად აუხსნას აბონენტებს სპეციალისტების რჩევების გათვალისწინების აუცილებლობა. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართება. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 19 თებერვალს 16:00 საათზე, ვარკეთილის ზ/პლატო კორპ. 41-თან გაიმართება. „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებთან და გაზის სპეციალისტებთან ერთად, უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობენ: ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საკრებულოს წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები, პარალელურად, იწყებენ უსაფრთხოების კამპანიას თბილისის საჯარო სკოლებში. უფროსკლასელებისთვის სპეციალისტები გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ. ღია წვის კამერიანი აკრძალული და სახიფათო დანადგარები, თვითნებურად, კუსტარულად დაერთებული გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს. კომპანიის სპეციალისტები ყოველდღიურად ამოწმებენ აბონენტებს, ქსელიდან ხსნიან სახიფათო დანადგარებს და აფრთხილებენ საფრთხეებზე. ამის მიუხედავად ხშირია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტების რჩევების იგნორირება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად დიდი საფრთხისა, აბონენტთა ნაწილი მაინც ცდილობს ქსელიდან ჩახსნილი სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების კუსტარულად, თვითნებურად დაერთებას. საკონტაქტო პირი მარიამ მურადაშვილი ტ. 574229858
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)