15:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 15:18:06, 2182 ნახვა

სამართალი
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

17 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,598.7 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს  სანქციის სახით  ფულადი ჯარიმა 10,598.7 ლარის ოდენობით შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics