|
2020-02-17 14:18:36, 1963 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შოთაძე - მე ვარ მოსული ჩემი პროგრამით, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ ხედვაზე, რაც გამაჩნია
„მე ვარ ჩემი პროგრამით, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, ხედვაზე, რაც გამაჩნია“, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. შოთაძემ ასევე, მადლობა გადაუხადა საპროკურორო საბჭოს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. „უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის, ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. დღეს, გაგრძელდება გენერალური პროკურორის შერჩევის კონკურსი, დღეს წარვსდგები კომიტეტის წინაშე, საბოლოო ჯამში პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, ხედვაზე, რაც გამაჩნია“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდეობაზე წარდგენილ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)