17:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 10:46:13, 1447 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევდი დიალოგიდან გასვლაზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებს

„დიალოგის გაგრძელება და შეთანხმება საჭიროა და ოპოზიციას ვურჩევდი ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას დიალოგიდან გასვლაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 100/50-ზე ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემაა და თუ ოპოზიცია ამაზე არ დათანხმდება, ეს იქნება დასტური, რომ მათ არჩევნებში თავის იმედი არ აქვთ.

„დიალოგის გაგრძელება და შეთანხმება საჭიროა და ოპოზიციას ვურჩევდი ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას დიალოგიდან გასვლაზე. 100/50-ზე ბევრად კომპრომისული და უკეთესია ვიდრე 73/77-ზე და თუ ოპოზიცია ამაზე უარს იტყვის, ეს იქნება ტესტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ არჩევნებში საკუთარი თავის იმედი არ აქვთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდა მას შემდეგ დატოვა, რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ე.წ „ფონდის" საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics