17:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 18:33:17, 1939 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - უგულავას საქმეზე, ევროპარლამენტს საქართველოში ფაქტის დამდგენი მისიის გამოგზავნა შევთავაზეთ

„ჩვენ შევთავაზეთ ევროპარლამენტის წევრების ფაქტის დამდგენი მისიის გაგზავნა საქართველოში, იმისთვის, რომ ამ საქმის პროცედურული მხარეები გადაამოწმონ და შეაფასონ“, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

კალაძის თქმით, ევროპარლამენტში სტუმრობისას, ევროპარლამენტის წევრებს გიგი უგულავას საქმის დეტალურ ინფორმაციაც მიაწოდეს.

„ევროპარლამენტს უგულავას საქმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ შევთავაზეთ ევროპარლამენტის წევრების ფაქტის დამდგენი მისიის გაგზავნა საქართველოში, იმისთვის, რომ ამ საქმის პროცედურული მხარეები გადაამოწმონ და შეაფასონ, ამით კი საზოგადოება სრული გამჭვირვალობით უზრუნველყონ“, - წერს კახა კალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics