00:40 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 15:11:42, 1014 ნახვა

საზოგადოება
ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან

ხვალიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

N53  - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი;

N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);

N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);

N47 -  ნუცუბიძის I მ/რ. - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);

13 თებერვალს  კი,  ახალი ავტობუსები კიდევ 5  სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:

N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი“;

N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი“;

N29 - სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა;

N89 - მეტროსადგური „დიდუბე“ - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);

N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი“.

მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics