|
2020-02-08 15:32:51, 2207 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს
თბილისში, ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა დაადგინა, რომ იორის ქუჩაზე ერთ-ერთ დაკეტილ სახლში ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა: „კომპანიის ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად თბილისში, იორის შესახვევში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. 114-ის სპეციალისტებმა მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მიმდებარე სახლები. რამდენიმე ბინაში ასევე დაფიქსირდა გაზის მაღალი კონცენტრაცია. სპეციალისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგაყვანილობა სრულად შეამოწმეს. კომპანია “თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის მოქალაქეს. რომელმაც კომპანიის ცხელ ხაზზე ოპერატიულად დარეკა. „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს - სახლიდან გასვლის წინ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)