14:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 15:13:40, 8807 ნახვა

პოლიტიკა
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის ირაკლი შოთაძეა

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია.

კანდიდატებს შორის არიან სიფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდაია და ასევე, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

კენჭისყრისას ირაკლი შოთაძემ 10 ხმა, სოფიო შენგელიამ 9 ხმა, დარიკო თორდაიამ 7 ხმა, ხოლო ვალერიან ვაჭარაძემ 8 ხმა მიიღო.

ამის შემდეგ საპროკურორო საბჭო ფარული წესით გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატზე შეჯერდება, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას ხვალ 14:00 საათზე გამართავს.

გენერალური პროკურორობის კონკურსში საერთო ჯამში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. დღევანდელ კენჭისყრაზე ოთხი კანდიდატი საბჭომ სწორედ დარჩენილი 15 კანდიდატიდან აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics