23:28 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 11:17:59, 835 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აშშ-ის საელჩომ ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 50 ცალი პორტატული რადიოგადამცემი (ე.წ. ,,რაციები") საჩუქრად გადასცა.

აღჭურვილობის გადმოცემას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა გააუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელთა შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მათ ეფექტიან მუშაობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და სხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics