23:27 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 13:45:27, 911 ნახვა

საზოგადოება
2020-2021 წლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება

მიმდინარე წელს  ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის -  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავარიული შენობების რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება და სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.  ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. დღეს  ორ პროექტზე  მინდა, მოგახსენოთ. ეს ეხება ორ ძეგლს, რომელიც ავარიულ და უმძიმეს მდგომარეობაშია. პირველი - ეს არის  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე  და მეორე კადეტთა კორპუსი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში, საინჟინრო ქსელები მოწესრიგება, გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი. ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე განახლდება კარ-ფანჯრები.  სასახლეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება სრულდება და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„როდესაც წინაასარჩევნოდ კადეტთა კორპუსი დავათვალიერე, ვერ წარმოიდგენთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო და არის დღესაც. იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელია და საფრთხის მატარებელია. კედლებს შორის დიდი დაცილება, უმძიმესი მდგომარეობა არსებობდა. მოსახლეობას დავპირდით, რომ კორპუსის სრული რეაბილიტაცია და მოწესრიგება მოხდებოდა. ჩვენ ვასრულებთ ამ პირობას და ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics