14:13 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 12:12:36, 1311 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გიორგი აბუთიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. შესაბამისად, მინდა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარმოგიდგინოთ, რომელიც დღემდე, ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს ელექტროსისტემაში მუშაობდა. პროფესიით გახლავთ ინჟინერი და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, შემართება ხელს შეუწყობს და დაეხმარება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა გიორგი აბუთიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics