|
2020-02-04 18:08:23, 1927 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 შეთხვევა დაფიქსირდა. სულ საქართველოსი რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6081 მამაკაცია და 2069 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.0 % (3093) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (3942) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (914) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (110) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (38) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3007 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1132; შემდეგ იმერეთში 982; აჭარაში 918; აფხაზეთში (525); კახეთში (402) ქვემო ქართლში (468); შიდა ქართლში (302); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან. განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4. დაუდგენელი – 2. აივ ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შიდსის ცენტრში მუშაობს ცხელი ხაზი 239-80-18
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)