|
2020-01-30 16:27:53, 827 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: ველური ბუნების სააგენტო აქტიურად მუშაობს კრწანისის ტყე-პარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფლორისა და ფაუნის, ენდემური და იშვიათი სახეობების აღდგენაზე, ადგილობრივ სახეობათა და მათი ჰაბიტატების აღრიცხვასა და მონიტორინგზეც მუშაობს. სააგენტომ 2019 წელს მნიშვნელოვნად გაააქტიურა მუშაობა ფაუნის იშვიათი სახეობების აღდგენის მიმართულებით, ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500-მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი. დაწყებულია გნოლის სადედე ჯგუფის შექმნა. ასევე, სააგენტომ მდინარე რიცეულასა და შაორის ტბაში „საქართველოს წითელი ნუსხის" ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის მიზნით, საერთო ჯამში, 25 000-ზე მეტი ლიფსიტა გაუშვა. დღეისათვის, ნაკადულის კალმახის 100 000-მდე ლარვაა მიღებული, აღნიშნულია 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში „საქართველოს წითელი ნუსხის“, ტყის შემქმნელი და ურბანულ სახეობის მცენარეთა გამრავლების მიზნით, სხვდასხვა სახეობის მცენარეა გამოყვანილი. სააგენტო 2019 წლიდან საქართველოს კანონზე - „სანადირო სახეობების აღწარმოებისა და მართვის შესახებ“ მუშაობს, რომელიც ახლებურად უდგება სამონადირეო სალიცენზიო მეურნეობების, ზოგადად ნადირობის, ტრადიციული ბაზიერობის, სანადირო სახეობათა აღწარმოებისა და საზოგადოებრივი სავარგულების მართვის საკითხებს, რაც ნადირ-ფრინველისა და იხტიოფაუნის პოპულაციების და მათი ჰაბიტატის შეფასებასა და აღწარმოებას შეუწყობს ხელს.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)