|
2020-01-30 15:41:26, 835 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31% -ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წელი შეაჯამა, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფო თანადგომა. „2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება დარგში ინვესტირება“, - განაცხადა მინისტრმა. სახელმწიფო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ერთად მუშაობს აგროდაზღვევის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაზე, რათა ეს პროგრამა გახდეს სისტემური. წლიდან წლამდე იზრდება პროგრამაში მონაწილე ფერმერთა რაოდენობა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,400 პოლისი. სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ 5,846,000 ლარი შეადგინა. ფერმერებმა ანაზღაურების სახით 913,000 ლარი მიიღეს.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)