11:13 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 13:58:22, 2646 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე კონგრესმენების მორიგ წერილზე - „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთოს ახსნა-განმარტებები ან ჩამოშორდეს ხელისუფლებას

„ ეს არის შეფასება ქვეყნის კურსისა, რომელ მდგომარეობამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითიც კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებს გამოეხმაურა.

ხაზარაძის თქმით, შექმნილი ვითარება საგანგაშოა და „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე ან ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთოს, ან ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

„კეთილი ინებოს ბიძინა ივანიშვილმა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აფასებს „ოცნების“ მმართველობას და იმ კურსიდან გადახვევას, რისთვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი მუხლჩაუხრელად იბრძოდა. ეს არის შეფასება ქვეყნის კურსისა, რომელ მდგომარეობამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის საგანგაშო და ჩვენ არ უნდა ვიყოთ წერილების მიმღები. გააკეთონ ახსნა-განმარტება ან ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, რომელსაც ასე უნიათოდ და დამაზიანებლად მართავენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics