|
2020-01-24 12:16:03, 2295 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა
„გენერალური პროკურურობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერი დაიდება და ასევე ის ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა“, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, როგორ გამჭვირვალედაც დაიწყო ეს პროცესი, ისე გამჭვირვალედ გაგრძელდება. „საპროკურორო საბჭოს ფარგლებში უზრუნველვყოფთ კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. დღეში გავესაუბრებით ორ კანდიდატს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდება აუდიოჩანაწერი ამ გასაუბრების და ასევე ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა ეს გასაუბრება, რათა პროფესიულ წრეებს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, თვალყური ადევნონ ამ პროცესს. როგორც გამჭვირვალედ დაიწყო ეს პროცესი, ისე გამჭვირვალედ გაგრძელდება. ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტი გამჭვირვალობისა და ღიაობის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)