17:20 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 16:29:08, 1508 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. 

მისი თქმით, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე: ფაქტი, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ დღეს, არ არის სწორი და მესამე - მოლაპარაკებები დასრულდა ცუდად, ესეც არ არის სწორი და ნაადრევი იყო მათი განცხადება.

სადაც უნდათ, იქ იდავონ. რას აპირებენ ახლა, ჯერ სასამართლოდან ბოლომდე გამოსულები არ არიან, ნებართვა არ აუღიათ. თუ არბიტრაჟში უნდათ წასვლა, წავიდნენ. ჩვენ არ ვთვლით, რომ რამე ზარალი გვაქვს ვინმეზე ასანაზღაურებელი. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით. ნუ გვემუქრება ნურავინ არბიტრაჟით იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics