|
2015-07-28 12:38:20, 552 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო SIDA-ს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ განხორციელებას იწყებს. პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ეროვნულ სააგენტო ( Lantmateriet )შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელებას წარმოადგენს და მიზნად საჯარო რეესტრის ორგანიზაციულ განვითარებას ისახავს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის, მიწისა და უძრავი ქონების მართვა, სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება, ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის განხორციელება, მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა. "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმების გატარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ წლების განმავლობაში, მათი მხარდაჭერით, სააგენტოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. დღეს უკვე ბევრი დონორი იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც მსგავს პროექტებს ახლა ახორციელებს, მაგალითად სწორედ საქართველოს ასახელებს. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან საჯარო რეესტრს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის საინფორმაციო სისტემისა და სერვისების სანდოობის გაზრდას, მომსახურების ხელმისაწვდომობას, მიწისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივის - INSPIRE -ს განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მიმართულებითაც. ვიმედოვნებ, ახალი პროექტი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი იქნება" - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. პროექტის ბიუჯეტი 9 200 000 ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)