11:36 - 02 Aug, 2026
|
2019-12-31 03:51:16, 1911 ნახვა
საზოგადოება
მერია: კარვები საშობაო მარკეტისთვის ავიღეთ, დემონსტრანტები გავაფრთხილეთ
მერიის ინფორმაციით, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები საშობაო მარკეტის მოწყობისთვის აიღეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს. დასუფთავების მანქანების მეშვეობით კარვების აღების შემდეგ მერიამ ადგილზე ატრაქციონების მოწყობა დაიწყო. „დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. პარლამენტის წინ მდგარი რამდენიმე კარავი დასუფთავების სამსახურმა ნაგვის შემკრები მანქანის საშუალებით აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)