11:35 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 17:16:03, 2518 ნახვა

საზოგადოება
საახალწლო სოფლის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფლის ფარგლებში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

გამოფენა-გაყიდვა 28 და 29 დეკემბერს იმართება და მასზე 6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 250-მდე ხელნაკეთი ნივთია წარმოდგენილი. მსჯავრდებულები სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საახალწლო და საშობაო თემატიკაზე ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომელთა დათვალიერება და ყიდვა ნებისმიერ მსურველს ადგილზე შეეძლება.

გამოფენაზე ძირითადად კერამიკის, თექის, მინანქრის, ხეზე ნაკვეთი და ტყავის ნაკეთობებია წარმოდგენილი.

დღეს გამოფენა-გაყიდვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ცხვარაშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ყოველთვის წახალისებული და მხარდაჭერილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რადგან მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მხარში დავუდგეთ ჩვენს სისტემაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და დავეხმაროთ მათ როგორც სხვადასხვა ხელობის, ან პროფესიის ათვისებაში, ასევე შემდეგ უკვე მათი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციაში. მსგავსი აქტივობები სტიმულს აძლევს პატიმრებს და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics