02:19 - 26 Jul, 2026
|
2019-12-23 13:46:49, 1919 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მელიასათვის დეპუტატობის შეწყვეტაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ, ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, რაც პარლამენტის ისტორიაში, სამარცხვინო აქტის სახელით შევა. „პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად გასაჩივრდება. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, პოლიტიკური დევნა და უპრეცედენტო შემთხვევა, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)