06:31 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 12:46:12, 1103 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

„ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე ასფალტის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებულია და რამდენიმე დღეში საავტომობილო მოძრაობა აღდგება“, -  ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მე დავპირდი მოსახლეობას, რომ დეკემბრის ბოლოსთვის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებული იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში გადადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოები საავტომობილო მოძრაობის პარალელურად გაგრძელდება,  ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში, სადაც სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ბორდიურების მოწყობა გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, შეიცვლება გარეგანათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ მოექცევა.

პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics