05:38 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 11:58:02, 1223 ნახვა

საზოგადოება
„პოლიციური სისტემის წინააღმდეგ“ - სტუდენტები პარლამენტის შენობასთან აქციას აანონსებენ

„სტუდენტები პოლიციური სისტემის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდების აქციას სტუდენტები დღეს, საღამოს 18:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობით გამართავენ.

სტუდენტების თქმით, სისტემას და პოლიციურ რეჟიმს ჰყავს მსხვერპლები, რომლებიც სტატისტიკად იქცნენ.

„პოლიციურ რეჟიმს ემსხვერპლა კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე. 15 წლის მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიურად იძალადეს და ამის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა. 1 კვირის შემდეგ ლუკა სირაძე დაიღუპა. სისტემას და პოლიციურ რეჟიმს ჰყავს მსხვერპლები,რომლებიც სტატისტიკად იქცნენ. ჩვენ აღარ გვინდა რომ ბავშვებმა დაწერონ „ამ ცხოვრების დედაც“ ან „დედა დარჩი მარტო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“. ჩვენ არ გვინდა ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც სისტემა გვკლავს“, - წერია ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ ღონისძიებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები უძღოდა წინ, რის გამოც მოზარდი მოწმის სახით დაკითხეს. ლუკა სირაძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. აღნიშნულ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics