05:37 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 10:20:44, 1034 ნახვა

საზოგადოება
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართა

ბათუმში, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, საოლიდარობის აქცია გაიმართა, მემედ აბაშიძის გამზირზე,  ტელევიზიის წინ, მოქალაქეებმა მდუმარედ გამოუცხადეს სოლიდარობა დაღუპულის ოჯახს. სანთლებით დაწერეს გარდაცვლილი მოზარდის სახელი, ხოლო გზაზე გაკეთდა წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც".

"სისტემა უნდა დაინგრეს. ამ შემზარავმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ფასადი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ფასადზე წარწერილი "ამ ცხოვრების დედაც" არავინ გარკვია მიზეზი თუ რატომ
დაწერა. განათლების სისტემამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველამ ფორმალურად ვალი მოიხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკისთვის რომ ჰქონოდა, თითქოს საქმე გახსნეს - ადამიანი, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მე ვეკითხები სახელმწიფოს - რა სამართლებრივი სიკეთე გადავარჩინეთ, ღირდა?", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ.

"ამ ცხოვრების დედაც" სწორედ ეს იყო ქუთაისის აქციის სლოგანი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა "სირცხვილიასა" და "რუსეთი ოკუპანტიას" მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ გამართეს. აქციაზე იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს და მდუმარე აქციით 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი გააპტოტესტეს. მათი თქმით, ლუკა სირაძე სისტემის მსხვერპლია. 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics