00:00 - 26 Jul, 2026
|
2019-12-16 13:32:58, 1592 ნახვა
პოლიტიკა
„ღორი“, „ნაძირალა“ - ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის ბანერზე წარწერები გააკეთა
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის კარს ბანერი მოაძრო და მას „ღორი“ „ნაძირალა“ წააწერა. „დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ“ - ამ ლოზუნგით თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობის“, „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.მათი მთავარი მოთხოვნაა, საკრებულოს დეპუტატს, ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი გააკრიტიკა, რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან მძაფრი რეაგირება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)