14:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 15:49:43, 1787 ნახვა

კომენტარი
ხადური: ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ რეაგირების მექანიზმებზე ვერეფარს გეტყვით

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვერ საუბრობს,  დადგება თუ არა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა რეაგირების მექანიზმებზე თავად ვერაფერს იტყვის.

"თავისთავად ცხადია,  ჯაჭვლიანის გამონათქვამებმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. რეაგირების მექანიზმებზე მე ვერაფერს გეტყვით",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მოგეხსენებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და ათ მანეთიანი ბოზები.  ბატონო კაკო, ის 37 მანეთი მაშინ  და ახლაც ჩემთვის 500 ევროიანი იყო.  მე მსყიდველობით  ვანგარიშობ.  მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი,  არც მაშინ და არც ახლა.  ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო  ათი მანეთის გადახდა,  მე ათი მანეთის გარეშეც   ვახერხებდი  ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა, თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა?

 მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ“,-განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics