20:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 18:39:33, 1522 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა, განხილული იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შესაბამისი ანგარიში და უმრავლესობის წევრებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიციები ამ საკითხებთან მიმართებაში.

„მთავარი თემა მე მაინც მგონია არის ის, რომ დაახლოებით 6 ათასზე მეტი განუხილავი საქმე დევს სასამართლოში და ცოტა ხანში ეს სერიოზულ პრობლემად გადაექცევა ქვეყნას, რაც გასათვალისწინებელია. დღეს, ჩვენი სასამართლო ყველა შესაბამისი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით  მსოფლიოში პირველ ოცეულშია, 18 - 19 ადგილზეა და ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას სტანდარტით უსწრებს, მაგრამ ეს არ არის  საკმარისი", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics