|
2019-12-08 19:45:31, 1822 ნახვა
პოლიტიკა
მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს
მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი მიმდინარეობს "დღეს გვექნება განხილვა, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ არსებული შერეული მოდელის ფარგლებში, რაც მოიტანს შეთანხმებას 2020 წლის არჩევნების შესახებ, იქნება მისაღები ოპოზიციისთვისაც, მმართველი გუნდისთვისაც და მთელი საზოგადოებისთვისაც",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამის რესურსი არსებობს თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება. "როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მოცემულობით, შერეულ მოდელში საპარლამენტო მანდატების ნახევარი დაკომპლექტდება პროპორციული წესით, ზუსტად ისეთი წესებით როგორც ოპოზიციას სურდა, ხოლო მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით და სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება დღეს განხილვა. თქვენ იცით, ისედაც დაწყებული იყო სამუშაო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე და დღესაც მზად ვართ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. დეტალებზე საუბრისგან არჩილ თალაკვაძემ თავი შეიკავა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებსა და ოპოზიციის წინადადებებზე იმსჯელებენ. "შეხვედრის დაწყებამდე მე დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა სწორედ იმისთვის არის, რომ ჯერ მოვისმინოთ ეს დეტალები, რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება ჩვენი პასუხი და არგუმენტები. თუ საჭიროა ავიღებთ მეტ დროს, თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები, მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის ნამდვილად კარგია. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები საუბარს ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს ფორმატიც, სადაც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ არის ამისათვის ოპტიმალური ფორმატი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)