|
2019-12-06 23:11:14, 2375 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა
5-6 დეკემბერს თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა. მასში DCFTA - ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კომიტეტის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის რუსეთის, დსთ-ს, უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, ევროპის ეკონომიკური სივრცის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი პეტროს სოურმელისი ხელმძღვანელობდნენ. კომიტეტის სხდომაზე განიხილეს DCFTA - ის განხორციელების მხრივ, კერძოდ, საქონლით ვაჭრობის, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ინტელექტუალური საკუთრის უფლების დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების, ტელეკომუნიკაციების, ფოსტის და საკურიერო მომსახურების, კონკურენციის, ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის, საბაჟოს, საჯარო შესყიდვების, შრომის უსაფრთხოების, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე. ევროკომისიის მიერ დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიერ DCFTA-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სხვა ღონისძიებები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)