02:03 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 18:23:02, 1278 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„გარემოს დაცვა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და  მათ ეფექტიან და  დროულ შესრულებაზე ვმუშაობთ “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა  გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა და ყურადღება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალსა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც დიმიტრის კარაბალიმ აღნიშნა, საქართველოს და საბერძნეთის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე შესაძლებელია არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics