|
2019-12-05 11:46:20, 1265 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია: 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსი
„იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება დასტაბილურდება, რაც არჩევნების ხელს შეუწყობს არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებას. „ზოგადად, საარჩევნო სისტემასთან, „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით და მითუმეტეს, მის კონსტიტუციურობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც მე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ზოგადად, საარჩევნო სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხი და ცესკო, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, მის უზრუნველყოფას ახორციელებს, როგორიც არ უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევალთ, რადგან ეს ძალიან პოლიტიკური საკითხია. რაც შეეხება გარემოს და პროცესს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ცესკოს ხელმძღვანელმა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური საარჩევნო გარემო და მშვიდობიანი საარჩევნო ვითარება არჩევნების კარგად წარმართვისთვის. იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც შექმნის ისეთ გარემოს ამომრჩევლებისთვის, რომ მათ შეძლონ თავისუფლად, დაძაბული გარემოს გარეშე არჩევანის გამოხატვა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)