|
2019-12-04 16:42:03, 1333 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფალი ზონის“ აქტივისტებმა საგარეო უწყების შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოავლეს
სამოქალაქო მოძრაობის "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტოს შესასვლელ კარს მავთულხლართი შემოავლეს. ამ ფორმით მათ რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს. მავთულხლართებზე, რომელზეც აქციის მონაწილეებმა ზალკალიანის უწყებასთან მიიტანეს საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ქართველი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები იყო მიმაგრებული. ამასთან, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. „ეს ჩვეულებრივი ცენტრი არ იქნება, აქ იქნებიან რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც უფრო კარგად იმუშავებენ იმაზე, რომ საქართველოში ადამიანებს დააჯერონ, რომ თურმე რუსეთი არ არის ოკუპანტი“,- განაცხადა „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, მარინა ანდღულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)