00:27 - 02 Aug, 2026
|
2019-12-03 15:59:06, 1804 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ პანთეონსა და მამა დავითის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავდა, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდა. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, 400 გრძივი მეტრი ბორდიური და 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო. საგზაო სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ „ლატი+“ განახორციელა, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)