|
2019-12-02 20:08:40, 1564 ნახვა
საზოგადოება
„შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე თავდაპირველად ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა „შეცვალეს“ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სამართალდაცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიას განარიდეს, ვითარება განიმუხტა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ მივიდნენ შეძახილებით „გაყარეთ ესენი აქედან“, რასაც მათსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები ამ დროისთვის ვითარების განმუხტვას ცდილობენ. ცნობისთვის, სამოაქალაქო მოძრაობები „ქვეყნის სამსახურში“ და „შეცვალე“ მცხეთაში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, რა დროსაც მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "გაბედეს" ორი აქტივისტი ქალა-ტვინის ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)