18:06 - 25 Jul, 2026
|
2019-12-02 14:43:32, 1940 ნახვა
პოლიტიკა
„წლის საუკეთესო მონა“ - სამოქალაქო აქტივისტები „ქორთიარდ მარიოტთან“ მისულ ირაკლი კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ
„მონა“, „პროპორციული დაიდოს“ , „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს“ , - ამ შეძახილებით შეხვდნენ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მისულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები. დემონსტრანტებმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს, რის გამოც კობახიძეს შენობაში შესვლა სამართალდამცველების დახმარებით მოუწია. ირაკლი კობახიძე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა. კონფერენციაზე საარჩევნო თემატიკაზე მსჯელობენ. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ირაკლი კობახიძეს კვლავ დაელოდებიან და „სირცხვილის კორიდორითვე“ გააცილებენ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)