18:07 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 17:35:09, 3723 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: დისკუსიის განმავლობაში ყველამ დაინახა, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია

„ჩვენ გვაქონდა მსჯელობა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით. დიდი ხანი გაგრძელდა დისკუსია, ყველამ დაინახა რეალურად ამ დისკუსიის განმავლობაში, რომ გერმანული მოდელი არის ცხადად წინააღმდეგობაში  საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს იყო აბსოლუტურად ნათელი",-ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებტან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არარეალისტურია და მისი განხორციელების რესურსი არ არსებობს.

„რაც შეეხება სკონსტიტუციო ცვლილებებს, ამის თეორიულ შესაძლებლობას. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს და პრინციპში ეს თქვეს ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმაც,შესაბამისად, ოპოზიცია გადაერთო გარკვეულ იდეებზე, ოღონდ ეს არ იყო წინადადება, ეს იყო იდეები, რომელიც ერთანეთთანაც არ ჰქონდათ შეთანხმებული",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე  განცხადებით, კონსულტაციები და კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან გაგრძელდება და თუ ოპოზიცია შეძლებს ისეთი წინადადების წარმოდგენას, რომელიც იქნება თავსებადი კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მზადაა კონკრეტული წინადადებები განიხილოს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics