|
2019-11-29 13:39:36, 1067 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე სკვერი განახლდა
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩა N14 და N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესა. სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, LED განათების სისტემა და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანიც მოეწყო. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი კომფორტული დასასვენებელი სივრცე მოვაწყოთ მოსახლეობისთვის. მიმდინარე წელს სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე 26 მისამართზე განხორციელდა. სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, შპს „ტაომ“ აწარმოა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 167 130 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)