17:22 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 12:07:52, 1241 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი, მათ შორის ირაკლი აბესაძე და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან „ევროპული საქართველოს“ წევრები გიორგი კანდელაკი და ირაკლი აბესაძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისი თანაპარტიელი ირაკლი აბესაძე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.

„ურტყამდნენ და მანქანაში ტენიდნენ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

თავად სერგო რატიანი სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან განარიდეს.

დაკავებულებს შორის იყო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უგულავა ტერიტორიიდან განარიდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიციური წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ეროვულ ბიბლიოთეკასთან იმყოფებიან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვედრას მართავს. დემონსტრანტებს სურთ შენობის პიკეტირება, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics