|
2015-07-22 15:33:59, 418 ნახვა
პოლიტიკა
ბესიკ ლოლაძე: კორუფციულ გარემოში სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნატოს კეთილსინდისიერების პროგრამის ფარგლებში ანტიკორუფციულ კურსს გადიან. სამდღიანი სასწავლო კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ გახსნა და სემინარის მონაწილეებს კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „კორუფცია აზიანებს სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებს. აზიანებს ფასეულობებს, რომელსაც ემყარება დემოკრატია და სამართლიანობის პრინციპები. კორუფციულ გარემოში სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია, ხოლო, როცა არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა", - განაცხადა ბესიკ ლოლაძემ. სასწავლო კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება და კორუფციის რისკების შემცირება“ თავდაცვის სამინისტროში უკვე მეოთხედ იმართება და მას სამინისტროს მმართველობითი რგოლის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები ესწრებიან. სასწავლო პროგრამა ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის ეროვნული აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით იმართება. სასწავლო კურსი 22 ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program) 2013 წლიდან აქტიურადაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში, თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)