22:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 14:11:46, 1988 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო აქციის დაშლის დროს დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო 26 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 4 დაშავებულებიდან სამი ბინაზე გუშინვე გაეწერა, ერთმა კი, სამედიცინო დაწესებულება დღეს დატოვა.

„ყველა პაციენტი ამ დროისთვის გაწერილია ბინაზე. ოთხი პაციენტიდან სამი - გუშინვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან, ინგოროყვაში მოთავსებულმა ერთმა მამაკაცმა კი - კლინიკა დღეს დატოვა. ამჟამად, არცერთი პირი გადაუდებელ ჰოსპიტალურ მკურნალობას აღარ საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას, პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics