|
2019-11-26 20:09:51, 1366 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
"ერთად ერთის წინააღმდეგ!" - პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი აცხადებენ, რომ სანამ ვადამდელი პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, პროტესტს არ შეწყვეტენ. ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ პარლამენტის პიკეტირება დღეს არ იგეგმება. ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ადგილზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. პარლამენტის შენობის წინ, ასევე ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე კვლავ პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)