22:52 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 15:14:56, 1151 ნახვა

საზოგადოება
ოქროყანაში, თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს. 

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 10 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინების ქსელი,  სანიაღვრე არხი და 1000 გრძივი მეტრი ბორდიური. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 1.3 კმ სიგრძის გზა მოწესრიგდა.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინიდის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს  კომპანია „პარმა“ ასრულებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics