|
2019-11-25 11:15:10, 1273 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ჩვენ მოვედით - ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება - ვიდეო
უმრავლესობის სხდომის პარალელურად ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა შეცვალე საპროტესტო აქცია მართავს. ადგილზე მოძრაობა ქვეყნის სამსახურშის წევრებიც არიან. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ტრანსფარანტებითა და საყვირებით მოვიდნენ. „ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით“ - ამ შეძახილებით აქტივისტები მმართველ პარტიას დანაპირების შესრულებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩათვლიან მიზანს მიღწეულად. პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)