|
2015-07-22 11:15:30, 534 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას ერთ-ერთი წინა სააარჩევნო დაპირება შეახსენა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს. როგორც მარგველაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, "ქართული ოცნების" დაპირება იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემით უნდა შეცვლილიყო. "დავიწყოთ იმ ერთიანი პოლიტიკური ვალდებულებით, ვინც ვიყავით ოპოზიციაში და ვინც გაერთიანებული ვიყავით "ქართული ოცნების" ირგვლივ და მერე ვინც ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მართვაზე, რაც გვაერთიანებდა. "ქართული ოცნების" საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ უნდა შეცვლილიყო მაჟორიტარული სისტემა და უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა უნდა შეგვექმნა. მეტიც, არა ერთი ჩემი მეგობარი და კოლეგება, რომლებიც დღეს ჩვენი უმრავლესობის რიგებშია, გმირულად, სხვათაშორის, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად წლების განამვლობაში იბრძოდა ამ მიმართულებით ცვლილებებისათვის. ამ თვალსაზრისით, არიან იქ ადამიანები, ინდივიდები, ვინც ამას აკეთებენ და აგარეთვე პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც, როგორ პოლიტიკურ პარტიებს, ამ მიმართულებით თავიანთი პოზიცია აქვთ დაფიქისრებული.საქართველოს პრეზიდენტის ამდინისტრაციამ ამ თვალსაზრისით, შექმნა ძალიან საინტერესეო შესაძლებლობა და ფორუმი არასაპალრამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, იმ ჯგუფებისთვის, ვინც ამ საკითხზე პოლიტიკურად მუშაობს და ამ ფორმატის მეშვეობით მისცა შესაძლებლობა ამ ჯგუფებს, დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია, ხედვა, მომავალი ცვლილებების, რომელიც მნიშვნელოვანია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კითხვაზე- რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება 2016 წლის არჩევნებისთვის არ მოხდება, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "რამდენად სამართლიანია, რომ სამართლიანობას გადავდებთ, არ ვიცი". ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუკი პარლამენტში ძლიერი პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან, ქართული დემოკრატიუა ბოლომდე სტაბილური ვერ იქნება. "ერთ-ერთი ჩემი ვალდებულება ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაშია. ქართული დემოკრატია მართლა დრამატულად განვითარდა და გაიზარდა, მაგრამ ქართული დემოკრატია ვერ იქნება ბოლომდე სტაბილური, თუ ჩვენ არ გვეყოლება ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქნებიან პარლამენტში, რომლებიც შესაძლოა არ მოვლენ უმრავლესობით",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)