|
2019-11-24 20:54:05, 1523 ნახვა
პოლიტიკა
მელია გირჩის ინიციატივაზე - ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ არის განიხილოს გირჩის ინიციატივა იმის შესახებ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ს წევრები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად არ დაინიშნონ. "ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი, არაერთხელ განუცხადებია ნაციონალურ მოძრაობას, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელი გვგონია, რომ სამართლებრივი სისტემის რეფორმირება უნდა მოხდეს და ჩვენ, ჩვენი წინადადებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ცალკე აღებულ პროკურატურასთან დაკავშირბით კონფიგურაცია ჩვენი მოსაზრები, როგორ უნდა შეიქმნას პროკურატურა როგორ უნდა იყოს ცალკე აღებული პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სისხლისსამართლებრივ საქმეებს, ცალკე უნდა იყოს ადამიანის უფლებატადარღვევის საკითხებზე , პროკურატურა უნდა იყოს ანტიკორუფციულ საქმეებზე და ასევე გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ რეზონანსულ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა დანიშნოს დამოუკიდებელი პროკურორი ერთჯერადად. ამიტომ, სადაც ეს ინიციატივა გვაქვს არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანა ვიხსნათ ოლიგარქისგან. ჩვენ ინტერესშია, რომ ნდობა გაიზარდოს საზოგადოებაში და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენთვის არ ნიშნავს მაინცდამაინც გყავდეს შენი გუნდიდან შს მინისტრად ან პროკურორად. ეს ბიძინა ივანიშვილს გონია ხელისუფლება მარტო პროკურატურაა და მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროა." - განაცხადა ნიკა მელიამ. "გირჩის“ ახალი ინიციატივა - ზურაბ ჯაფარიძის თქმით უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)